
ამბოლი ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის ქსელია, რომელიც საქართველოს 8 ქალაქში 19 ფილიალით არის წარმოდგენილი: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, მარნეულში, ფოთსა და თელავში.
კომპანია 2004 წელს დაარსდა და მალევე დაიკავა წამყვანი პოზიცია საბურავების, ხუნდების, ზეთებისა და აკუმულატორების გაყიდვების მიმართულებით. ამბოლი ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური პარტნიორია, როგორებიცაა Goodyear, TOYO Tires, Nexen, Remsa, Mutlu, Nisshinbo, Duracell და Wolf.
ამბოლის მიზანია, მომხმარებელს ავტომობილის მოვლის მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტიანი გამოცდილება შესთავაზოს. კომპანიის მიერ შექმნილი მომსახურების მოდელი დაზოგავს მომხმარებლის დროს და ავტომობილის მოვლის პროცესს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.