
მარკეტინგი ციფრებზე დგას. სტატისტიკის ანალიზი გეხმარება გაიგო, რა მუშაობს და რა - არა. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები კი ფეიჯის ზრდას ბევრად აჩქარებს.
დღეს სოციალური ქსელები მხოლოდ კონტენტის გაზიარების სივრცე აღარ არის - ეს არის ძლიერი მარკეტინგული არხი, სადაც სწორ სტრატეგიას შეუძლია ფეიჯი რეალურ შედეგებამდე მიიყვანოს. თუ გინდა, რომ შენი ფეიჯი გააქტიურდეს, გაიზარდოს ჩართულობა და ბრენდი უფრო თვალსაჩინო გახდეს, გაითვალისწინეთ ეს 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი.
კონტენტი უნდა იყოს არა უბრალოდ ლამაზი, არამედ მიზანმიმართული. თითოეულ პოსტს უნდა ჰქონდეს მიზანი - ინფორმირება, ჩართულობის გაზრდა და გაყიდვების მხარდაჭერა. როცა კონტენტი პასუხობს აუდიტორიის რეალურ საჭიროებებს, შედეგიც სახეზეა.
ფეიჯის ზრდა რეგულარობასთან პირდაპირ კავშირშია. როცა აუდიტორია ხედავს სტაბილურ აქტივობას, ნდობაც იზრდება და ალგორითმიც თქვენს სასიკეთოდ მუშაობს.
ყველასთან საუბარი ნიშნავს, რომ რეალურად არავის ესაუბრებით. სწორად განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია გეხმარებათ შექმნათ ისეთი მესიჯი, რომელიც ადამიანებს რეალურად აინტერესებთ და მათ ქმედებაზე უბიძგებთ.
ერთიანი სტილი, ფერები და ტონალობა ფეიჯს ამოცნობადს ხდის. ძლიერი ვიზუალური იდენტობა არა მხოლოდ ყურადღებას იპყრობს, არამედ ბრენდის პროფესიონალიზმსაც უსვამს ხაზს.
მიიღე სიახლეები და რჩევები პირველმა